ბრაზილიის სტადიონები საველე საავადმყოფოები ხდება

ბრაზილიური ფეხბურთის კლუბები თავიანთ სტადიონებს ჯანდაცვის სამსახურებს გადასცემენ. აღნიშნული სივრცე საველე საავადმყოფოებისა და კლინიკების შექმნას დაეთმობა.

ამ დროისათვის ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1604-ს შეადგენს, ფატალურად კი, 25 შემთხვევა დასრულდა.

ბრაზილიის A-სერიის 20 კლუბიდან ნახევარზე მეტმა დათმო საკუთარი სტადიონი. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაშია ქვეყნის ორი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი – სან-პაულუ და რიო-დე-ჟანეირო. სწორედ მათ სჭირდებათ სივრცის გაფართოება კრიზისთან გასამკლავებლად.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ბრაზილიური სტადიონი მარაკანაც საავადმყოფოდ გადაიქცევა.

„ამ ულმობელ რეალობაში მე მინდა ჩვენს შესანიშნავ მოსახლეობას განვუახლო იმედი. მოვუაროთ მოხუცებს, დავეხმაროთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება – ამბობს ერთ-ერთი კლუბის პრეზიდენტი, Rodolfo Landim.

ბრაზილიის უდიდეს ქალაქ სან-პაულუში კი თითოეულ სტადიონზე 200 საწოლს დაამონტაჟებენ. ბრაზილიას დიდი იმედი აქვს, რომ საჭირო დისტანციის დაცვა და ახალი სამედიცინო სივრცეების გამოყოფა ქვეყანას  ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში დაეხმარება.

3 Comments
  1. Helicopters transport patients more rapidly than ambulances, and because a nurse or physician usually staffs them, provide a higher level of medical expertise during transport generic cialis vs cialis EpiSmart Science Vector Ltd; 2021; 22 603 610 10

Leave a Reply

Your email address will not be published.