ჩინეთში ვირუსის ასიმპტომურ შემთხვევათა რიცხვი იზრდება

photo by Macau Photo Agency

ჩინეთის ნაციონალური ჯანმრთელობის კომისიამ დღეს COVID-19-ის 78 ახალი ასიმპტომური შემთხვევა დააფიქსირა, რაც კვირის მონაცემებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილი მაჩვენებელია.

კორონავირუსის ასიმპტომური მიმდინარეობისას, დაინფიცირებულს ვირუსისთვის დამახასიათებლი არცერთი სიმპტომი არ აღენიშნება, თუმცა სხვების დაინფიცრება მაინც შეუძლია.

ეპიდემიის ეპიცენტრ ვუჰანში ახალი ასიმპტომური შემთხვევების რაოდენობის ზრდის ტენდენცია 8 აპრილს დაგეგმილი საერთო კარანტინის რეჟიმის მოხსნას აფერხებს. ჰუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ გასულ თვეს, ეკონომიკური აქტივობის გაზრდის მიზნით, სამგზავრო შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. ეპიდემიის მეორე ტალღის შესაჩერებლად კი ხელისუფულებას დამატებითი ზომების მიღება მოუწევს.

ადგილობრივი გამოცემის, Xinhua ცნობით, ვუჰანის 45 მცხოვრებს ეპიდემიისგან თავისუფალ რეჟიმზე გადასვლაზე, რაც დღეში 2 საათით სახლის დატოვების უფლებას გულისხმობს, ახალი ასიმპტომური შემთხვევბის აღრიცხვის გამო, უარი განუცხადეს.

ამჟამინდელი მონაცემებით, ჩინეთში ინფექციის 705 უსიმპტომო დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული.