Citibank  შეცდომით გადარიცხული 175 მილიონი აშშ დოლარის დაბრუნებას ცდილობს

მსოფლიო საბანკო სისტემის ერთ-ერთ ლიდერს „სითი ბანკს“ პრობლემები აქვს. მან შეცდომით 175 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა გლობალური ინვესტიციების მართვის კომპანია – Brigade Capital Management-ში, ფონდმა კი თანხა უკან არ დაუბრუნა.

აშშ-ის საბანკო გიგანტმა სარჩელი თანხის დაბრუნების მოთხოვნით, ნიუ-იორკის სამხრეთის ოლქში გასულ ორშაბათს შეიტანა. სითი ბანკი სასამართლო დოკუმენტაციაში აცხადებს, რომ Brigade Capital უარს ამბობს თანხის დაბრუნებაზე.

ამ ბრალდების პარალელურად, საჯარო ხდება კიდევ ერთი შეტყობინება, რომელიც სავარაუდოდ, გაგზავნილია Brigade Capital-ის მიერ, რომელშიც ნათქვამია, რომ სულაც არაა აშკარა, რომ თანხები ნამდვილად გაიგზავნა.

სამშაბათს გამოქვეყნებული სასამართლოს წინასწარი ბრძანების საფუძველზე, Brigade Capital-ს დაეკისრა ვალდებულება, რომ არ განკარგოს მიღებული თანხა 31 აგვისტოს სასამართლოს განმეორებითი სხდომის შედეგების გამოცხადებამდე.

აღნიშნულის შესახებ Brigade Capital-ს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია, სითი ბანკმა კი განაცხადა, რომ ოპონენტის ქმედებები „არაკონსტიტუციურია“, ამიტომაც მიმართეს სასამართლოს თანხის დაბრუნების მოთხოვნით.