„კომფორტერის“ შეთავაზება მომხმარებლებს და მხარდაჭერა ტურიზმის სექტორს | ინტერვიუ მარიამ დვალიშვილთან

უკვე მესამე წელია ავეჯის მაღაზია „კომფორტერი“ თავისი წვლილის შეტანას ცდილობს საერთო საქმეში და საკუთარი ძალისხმევით ზრუნავს ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებაზე.  „კომფორტერის“ ახალი კამპანიაც, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს დაზოგოს უფრო მეტი და დაისვენოს საქართველოში ამ ღირებულებებს ემსახურება.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს, ავეჯის შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტურები მიიღონ. „კომფორტერი“ თანამშრომლობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ისეთ სასტუმროებთან, როგორებიცაა: „რედისონ ქოლექშენი“, „ლოპოტა“, „ქროუნ პლაზა“, „ესკიზი“, „ყვარელი“, „ახაშენი“ და სხვა. კამპანიის საშუალებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, „კომფორტერში“ ავეჯის შეძენის შემთხვევაში, სრულ კოლექციაზე 30%-მდე ფასდაკლება მიიღოს და, ამავდროულად, აირჩიოს სასურველი სასტუმრო, სადაც ივლისისა და აგვისტოს განმავლობაში სასურველ სტუმართან ერთად 1 დღით შეძლებს დარჩენას.

კამპანიასთან დაკავშირებულ დეტალებსა და სამომავლო გეგმებზე Forbes Woman „კომფორტერის“ მარკეტინგის დირექტორს, მარიამ დვალიშვილს ესაუბრა.

მარიამ, ახალ კოლექციაზეც რომ მოგვიყვეთრა ტრენდებია ინტერიერის ავეჯის მიმართულებით?

აქციის ფარგლებში ფასდაკლება მოქმედებს 2021 წლის ახალ კოლექციაზეც, რომელიც სულ ახლახან განთავსდა ჩვენს შოურუმში და მისი დახვეწილი ვიზუალი ნებისმიერი ინტერიერის სავიზიტო ბარათი გახდება. „კომფორტერში“ უპირველესია კმაყოფილი მომხმარებელი – ჩვენ გახსნის დღიდან გვესმის ჩვენი მომხმარებლების და ვთავაზობთ მათთვის სასურველ ავეჯს. გარდა ამისა, მათ აქვთ შესაძლებლობა, სასურველი მოდელი, სასურველ ზომაში, ფერსა და მასალაში შეუკვეთონ, რაც სრულიად მორგებული იქნება მათ მოთხოვნებს. მარტივად რომ ვთქვათ, მათ აქვთ შესაძლებლობა, შექმნან ავეჯის თავიანთი ექსკლუზიური მოდელი.

გეგმავს „კომფორტერი“ სამომავლოდ ამგვარი მხარდამჭერი პროექტების გაგრძელებას?

სამი წლის წინ, როდესაც ეს კამპანია პირველად დავიწყეთ, იყო ბევრი ხარვეზი, უფრო ნაკლები სასტუმრო ჩავრთეთ და, ასევ თქვათ, სატესტო წელი გვქონდა – არ იყო მარტივი, როგორც შეთავაზების მორგება ჩვენს მომხმარებელზე, ისე ამის შესრულება. თუმცა, ვიცოდით, რომ შეუძლებელი არაფერია. 3 წლის შემდეგ, დღეს, უფრო მეტი სასტუმრო ჩაერთო პროექტში და ვაკეთებთ საქმეს, რომელიც, ალბათ, ყველას გვიხარია. რა თქმა უნდა, სამომავლოდ იგეგმება სასტუმროების და არამარტო სასტუმროების ჩართვა. გვინდა უფრო მეტად მოვიცვათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონი. გარდა ამისა, ვფიქრობთ ჩვენი კამპანია აღარ იყოს სეზონური და მუდმივად გვქონდეს ეს შეთავაზება – ტურიზმი და შიდა ტურიზმი დღეს ისეთ მდგომარეობაშია, როდესაც ყველა კომპანიამ თუ ადამიანმა უნდა ვიზრუნოთ მის გამოცოცხლებაზე და ჩვენი მცირედი წვლილი მაინც უნდა შევიტანოთ.

გარდა სასტუმრო სექტორისა, პანდემიამ დააზარალა ვაჭრობის სექტორიც. თქვენზე როგორი გავლენა იქონია პანდემიამ?

თავდაპირველად, როდესაც ახალი გარემოების წინაშე აღმოვჩნდით, ჭარბობდა პანიკა და შიში. თუმცა, მალევე მივხვდით, რომ ახალი გამოწვევის წინაშე ვიყავით და სასწრაფოდ უნდა გადავსულიყავით ახალ, განსხვავებულ რელსებზე, რომელსაც სამყარო გვთავაზობდა.

ცხადია, პანდემიამ იქონა ნეგატიური გავლენა ჩვენს ბიზნესსაქმიანობაზე, თუმცა, მალევე შევძელით ჩვენი საქმიანობის გაციფრულება – ჩვენს ერთგულ მომხმარებელს საშუალება მივეცით ონლაინ დაეთვალიერებინა და სახლიდან გაუსვლელად შეეძინა ახალი ავეჯი ან ნივთი სახლისთვის, აგარაკისთვის და ა.შ. ახლახან ამუშავდა ჩვენი აპლიკაცია, სადაც მომხმარებელი უფრო დახვეწილ სერვისს და გაუმჯობესებულ გამოცდილებას იღებს – არჩევს ფერებს, ზომას, განლაგებას, მასალას. ხოლო 3D ფუნქციონალის გამოყენებით სასურველ სივრცეში ათავსებს კიდეც ნივთს. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ეს გამოწვევებით სავსე პერიოდი წარმატებით გავიარეთ და ბევრი ახალი შესაძლებლობაც გამოვიყენეთ.