Coursera ონლაინ სწავლებისთვის გამოყოფილ თანხას 130 მლნ აშშ დოლარამდე ზრდის

Coursera გლობალური ონლაინსწავლების პლატფორმაა, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროფესორებმა დაარსეს. ონლაინპლატფორმამ „სერია F“ – ის დაფინანსების ფარგლებში დამატებით 130 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გუშინ, პლატფორმის ოფიციალურ გვერდსა და ბლოგზე გავრცელდა. „კურსერას“ კურსები მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების წარმატებული ლექტორების ვიდეო-ლექციებისგან შედგება. კურსების ხანგრძლივობა განსხვავებულია და 4-6 კვირას ან მეტს შეადგენს. თითოეულ კურსს თავისი სილაბუსი, დავალებები, დამხმარე მასალა და სადისკუსიო ფორუმი აქვს. ისინი არა მხოლოდ ინგლისურ, არამედ ჩინურ, ესპანურ, ფრანგულ, რუსულ და სხვა ენებზეა ხელმისაწვდომი.

აქ შეგიძლიათ ნახოთ თქვენთვის სასურველი პროგრამები და ისწავლოთ როგორც ჰუმანიტარული საგნები, ისე მედიცინა, ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმატიკა, ეკონომიკა და ბიზნესი. მსოფლიო უპრეცენდენტო ეკონომიკური შეფერხების საშიშროების წინაშე დგას. პანდემიის პირობებში კი ციფრული უნარების განვითარების აუცილებლობა მომავლის ყოველდღიურობის წინაპირობა გახდა.

„მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ამ განსაკუთრებით რთულ დროს მოვემსახუროთ. ჩვენ დამატებით დაფინანსებას ჩვენი პროდუქტისა და ინჟინერიის ძალისხმევის გასამარტივებლად გამოვიყენებთ. ასევე, გამოყოფილი თანხა ჩვენი სამუშაოს შესაბამისი კატალოგის გასაფართოებასა და დახვეწას მოხმარდება. ჩვენი ინიციატივის მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, რომ ხელი შევუწყოთ პანდემიის პირობებში დაზარალებული სტუდენტების განათლებას“, – ვკითხულობთ „კურსერას“ განცხადებაში.

კურსერას” პარტნიორები არიან სტენფორდის, ბერკლის, ბრაუნის, ჯონს ჰოპკინსისა და სხვა მოწინავე უნივერსიტეტები. ყველა მსურველს სრულიად უფასოდ შეუძლია ნებისმიერი კურსის არჩევა, ამისთვის სასურველი უნდა ამოარჩიოს და ვებ-გვერდზე გაიაროს რეგისტრაცია. „კურსერა“ მსურველებს, ასევე, სპეციალობის სასერტიფიკატო კურსებსაც სთავაზობს, რომლებიც ფასიანია.

4 Comments
  1. Food Regimen It S Not Unhealthy Exactly Until ketogenic diet inflammation You Ve Kidney Illness, ketogenic diet inflammation As This Metabolic State Can Pressure The Organs cheapest cialis

  2. sleepwell cialis hap As Tesco Mobile launches 4G we re bringing it to all our customers at a great value price and if it s not for them, they can switch back to 3G or adjust their 4G data allowance to suit their needs whenever they like proscar finasteride

  3. Wow, fantastic blog format! How long have you ever been running
    a blog for? you make running a blog glance
    easy. The overall look of your site is fantastic, as neatly as the content!
    You can see similar here dobry sklep

  4. Hey! Do you know if they make any plugins to help with SEO?

    I’m trying to get my blog to rank for some targeted keywords but I’m not seeing very good success.
    If you know of any please share. Appreciate it!
    You can read similar article here: Sklep internetowy

Leave a Reply

Your email address will not be published.