ჰონგ-კონგის არჩევნები კორონავირუსის გამო 1 წლით გადაიდო

Photo by Shibani Mahtani / Washington Post

ჰონგ-კონგის მთავრობამ სექტემბრის საპარლამენტო არჩევნები, კორონავირუსული ინფექციის გამწვავების გამო, 1 წლით გადადო.

ჰონგ-კონგის ლიდერის, კერი ლამის, განცხადებით, არჩევნების გადადების გადაწყვეტილებას პოლიტიკური საფუძველი არ გააჩნია და ის მხოლოდ მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

,,ეს იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რომელიც უკანასკნელი 7 თვის მანძილზე მივიღე“ – აცხადებს ჰონგ-კონგის ლიდერი.

ჰონგ-კონგში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ახალ შემთხვევათა რიცხვმა პარასკევს 121-ს მიაღწია.

კრიზისის გაუარესების მიუხედავად, ოპოზიცია მთავრობას ადანაშაულებს იმაში, რომ მათ პანდემია თავის სასარგებლოდ გამოიყენეს, რათა ხალხისთვის ხმისმიცემის უფლება შეეზღუდათ.

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგი ყოფილი ბრიტანული კოლონიაა, რომელიც 1997 წელს ჩინეთს გადაეცა იმ პირობით, რომ 50 წლის მანძილზე ის ავტონომიურობას შეინარჩუნებდა.