გაეროს გენერალური მდივანი რელიგიურ ლიდერებს ვირუსის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა, რელიგიურ ლიდერებს მიმართა. ამჟამად ყველა სარწმუნოებისათვის მნიშვნელოვანი პერიოდია – ნაწილი ქრისტიანებისა აღდგომას უკვე ზეიმობს, ზოგი – მომავალ კვირას იზეიმებს, ებრაელებს პასექი აქვთ, მუსლიმებისთვის კი მალე რამადანის წმინდა თვე დაიწყება.

„ეს დღესასწაულები საზოგადოების ნაწილია, ოჯახები იკრიბებიან, ერთმანეთს ჩახუტებითა და ხელის ჩამორთმევით ეგებებიან, თუმცა წლევანდელი მდგომარეობა განსხვავებულია. ვწუხვართ და ვზრუნავთ ყველაზე, როგორ უნდა ვიზეიმოთ ასეთ დროს დღესასწაულები?“

რელიგიური თვალსაზრისით, ამ წმინდა პერიოდში გაეროს გენერალურმა მდივანმა ყველას მოუწოდა, არსებული დრო ფიქრისა და განახლებისათვის გამოიყენონ. გუტიერესმა მოქალაქეებს მიმართა, არ დაივიწყონ მსოფლიოს ყველაზე დაუცველი ადამიანები – ხალხი საომარი ზონიდან, ლტოლვილთა ბანაკებიდან და იმ მიყრუებული ადგილებიდან, სადაც ვირუსთან საბრძოლველად მინიმალური აღჭურვილობა გააჩნიათ.

„განვიახლოთ ჩვენი რწმენა, გამოვიჩინოთ სიძლიერე ამ რთულ პერიოდში, შევერთდეთ განსხვავებული რწმენისა და ტრადიციის მქონე ადამიანები და ვიზრუნოთ ერთმანეთზე. ერთად ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ვირუსი – შეთანხმებული მოქმედებებით, სოლიდარობითა და რწმენით.“

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.