ვაქცინის შესაქმნელად $8 მილიარდი შეგროვდა | უმსხვილესი დონორები

ვირტუალურ სამიტზე კორონავირუსთან საბრძოლველად 8 მილიარდი დოლარი მობილიზდა.

კონფერენციაზე ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ „ვირუსის დასამარცხებლად ვაქცინის აღმოჩენა ქვეყნებს შორის კონკურენციის საგანი არ უნდა იყოს”.

ამავე პოზიციაზეა მელინდა გეითსიც – „სანამ COVID-19 იარსებებს, მისი გავრცელება დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, არ შეიძლება, რომ ვაქცინა მხოლოდ უმსხვილეს პრეტენდენტს ერგოს. პანდემიის დასასრულებლად ყველა ადამიანის ვაქცინაციაა საჭირო.“

ევროპული კომისიის მიერ მიზნად დასახული $8 მილიარდის შეგროვება რამდენიმე საათში მოხდა. უმსხვილესი კონტრიბუტორი იყო კანადა – $850 მილიონი, შემდეგ მოდის იაპონია ($843მლნ) და დიდი ბრიტანეთი. მე-4, მე-5 და მე-6 ადგილები გერმანიას, საფრანგეთსა და საუდის არაბეთზე გადანაწილდა, რომელთაც $490 მილიონი გაიღეს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა, რომელიც თავდაპირველად კონფერენციაზე დასწრებას არ აპირებდა, $50 მილიონი გაიღო. კერძო პირთა შორის უმსხვილესი დონაცია გეითსების ოჯახმა გააკეთა, რომლის ჯამური კონტრიბუცია კორონავირუსთან ბრძოლაში $300 მილიონს აღწევს.

ვირტუალურ სამიტს არ დაესწრო აშშ და რუსეთი.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.