საქართველოში COVID-19-ით მე-7 ადამიანი გარდაიცალა

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ stopcov.ge-ზე განახლდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით,  გარდაცვლილი 83 წლის მამაკაცია, რომელსაც მძიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

„ჩვენს კლინიკაში გარდაიცვალა დღეს საღამოს მეშიდე პაციენტი. 83 წლის მამაკაცი ურთულესი ქრონიკული დაავადებებით, არც ერთი კიდური არ ჰქონდა, შაქრიანი დიაბეტის გამო ჰქონდა მოკვეთილი. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი იყო“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

1 მაისის მდგომარეობით, საქართველოში 566 ინფიცირებულია, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 ადამიანია და გარდაცვლილია 7.