მკაცრი იზოლაცია საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოში, სავარაუდოდ, კვლავ გაგრძელდება

Photo By Martin Sanchez

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, განცხადებით, ქვეყანაში მკაცრი იზოლაცია 11 მაისამდე გაგრძელდება; ამ პერიოდისთვის ისინი უკვე შეძლებენ თითოეული მოქალაქის ნიღბებით უზრუნველყოფასა და დაავადების სიმპტომების მქონე პირების ტესტირებას.

11 მაისის შემდეგ კი მოსალოდნელია მკაცრი რეგულაციების ეტაპობრივი შესუსტება. კერძოდ – აღდგება სკოლებისა და საბავშვო ბაღების ფუნქციონირება და უამრავ მოქალაქეს შეეძლება, დაუბრუნდეს კუთვნილ სამუშაო გარემოს.

ამ ეტაპზე არ იგეგმება არააუცილებელი ბიზნესის ფუნქციონირების აღდგენა, მათ შორის, რესტორნების, სასტუმროების, მუზეუმებისა და თეატრების.

რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა მკაცრი რეგულაციების გაგრძელების თაობაზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი განცხადება უელსის ჯანდაცვის მინისტრს ეკუთვნის, რომელმაც BBC-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ დაწესებული შეზღუდვების გაუქმება არა თუ მიმდინარე პერიოდში, არამედ, სულ მცირე, რამდენიმე კვირის მანძილზეც არ არის მოსალოდნელი.

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა “გადამეტებულს” უწოდებს და ამბობს, რომ საჭიროა მინისტრთა შეხვედრა და საკითხის ხელახალი განხილვა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდება.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.