რეგულარული ფრენების აღდგენა შესაძლოა ივლისის ბოლომდე გადავადდეს

რეგულარული ფრენები შესაძლოა ივლისის ბოლომდე გადავადდეს. აღნიშნული ინფორმაცია მედიასთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გაავრცელა. 

ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

„დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენები შეზღუდვის გადაწევა ალბათ ივლისის ბოლომდე, თუმცა ჩარტერული ფრენები დღესაც ხორციელდება და ივლისშიც განხორციელდება. პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება არ იქნებოდა ახლავე სრული მასშტაბით რომ გაგვეხსნა რეგულარული ფრენები“ – განაცხადა მინისტრმა თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილების მიღების ვადები მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.