მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა შეიზღუდა

საქართველოში 18 მარტიდან მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა იკრძალება. აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა დღეს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.

პრემიერს არ დაუკონკრეტებია ეხება თუ არა შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მგზავრებს მუნიციპალური ტრანსპორტით შეეძლება სარგებლობა.

„დღეს საბჭოს ფარგლებში იყო მიღებული გადაწყვეტილება და ხვალიდან აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა, ამიტომ ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული და სამარშრუტო ტაქსები ხვალიდან აიკრძალება. შესაბამისად დარჩება ქალაქში მერიის ტრანსპორტი, ისევე როგორც მეტრო, მაგრამ მათ დაევალათ და ექნებათ ვალდებულება ყოველდღიურად მოახდინონ დეზინფიცირება ამ ტრანსპორტის და შესაბამისად აქ ჩვენ რისკების მართვა შეგვიძლია.“

https://www.facebook.com/GeorgianGovernment/videos/774263196313550
No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.