Chambers and Partners-მა BLC Law Office საქართველოს წამყვან იურიდიულ კომპანიად დაასახელა. BLC საერთაშორისო იურიდიული პრაქტიკის მქონე კომპანიაა, რომელიც საკორპორაციო, საბანკო, საგადასახადო, ფინანსური და სამართლის სხვა მიმართულებებით მუშაობს.
„კომპანია BLC და მისი ადვოკატები ინარჩუნებენ მყარ პოზიციასა და რეპუტაციას ქართულ ბიზნეს სექტორში. ისინი ქართულ სამართლებრივ სივრცეში წამყვან პრაქტიკოსებად გვევლიანებიან. გარდა ქართულ კანონმდებლობასა და სხვა წამყვან სფეროებში საფუძვლიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა, BLC-ის ადვოკატები კლიენტების ინტერესებისთვის თავდაუზოგავი შრომითაც გამოირჩევიან…აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ BLC საქართველოში ერთადერთი საერთაშორისო იურიდიული პრაქტიკის მქონე კომპანიაა.“ – ვკითხულობთ Chambers and Partners-ის განცხადებაში.