კომპანია CX Hub-ი, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, წარმოგიდგენთ Customer Experience (CX) Business Summit-ს. სამიტს 3 ნოემბერს სასტუმრო ბილტმორი უმასპინძლებს.
CX Hub-ის განმარტებით, მსგავსი სამიტების პრაქტიკა საერთაშორისო ბაზარზე დიდი ხანია არსებობს. საქართველოში კი სწორედ CX Hub-ი ქმნის პირველ პრეცედენტს. კომპანიის თანახმად, სამიტი ყოველწლიურად ჩატარდება.
Customer Experience (CX) Business Summit-ზე სხვადასხვა ინდუსტრიაში გამორჩეული ქართული კომპანიები მომხმარებლის გამოცდილების მართვის მიდგომებს, სისტემებს და წარმატების ისტორიებს გააზიარებენ. Keynote სპიკერის როლში კი წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო CX ექსპერტი, კონსულტანტი და არაერთი წიგნის ავტორი შონ ბელდინგი ( Shaun Belding).
სამიტის მხარდამჭერები არიან: Visa, NGT Group, Signify, კავკასიის მედიცინის ცენტრი (CMC), CALEN AI, ველი, ენთები, CommuniQ, ბალანსი,TBC დაზღვევა, The Belding Group, Upway, წმ, გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა
მედია მხარდამჭერები: BM.GE, ქალების ნარატივი, Entrepreneur, Marketer, Forbes Woman, Palitra News, BPN.
კომპანია CX Hub-ი 2022 წელს დაარსდა. კომპანიის მიზანია, დაეხმაროს ბიზნესებს მომხმარებლის გამოცდილების სისტემურ მართვაში, რაც სრულიად ახალი მიმართულებაა საქართველოს ბიზნეს-საკონსულტაციო ბაზარზე.
CX Hub-ი ორგანიზაციებს სთავაზობს სერვისების ფართო სპექტრს, როგორიცაა კომპანიაში მომხმარებელზე ზრუნვის სტრატეგიის შემუშავება, მომხმარებლის გამოცდილების კვლევა საერთაშორისო ინდექსების გაზომვით, თანამშრომლის ჩართულობის კვლევები, მომხმარებლებთან შემხებლობის ე.წ. touchpoint-ების მონიტორინგის სერვისები, ტრენინგები და სხვა. სრულიად განსხვავებული გამოცდილება, რასაც CX Hub-ი კომპანიებისთვის ქმნის, CX-ის მართვის აუთსორსია.
დღეს კომპანიების დიდ ნაწილს არ გააჩნია CX-ის მართვაზე პასუხისმგებელი ცალკე სტრუქტურული ერთეული ან რგოლი, რის გამო ფრაგმენტულად ან არასრული სიმძლავრით ხორციელდება ამ საკითხების სისტემური მართვა. CX აუთსორის ფარგლებში CX Hub-ის ქოუჩის დახმარებით კომპანიებს მიეცემათ საშუალება, მუდმივ რეჟიმში ეჭიროთ ხელი მომხმარებლის პულსზე.