Google-ის ახალი ფუნქცია: Dark Mode დოკუმენტებისთვის

Google ანდროიდის მომხმარებლებისთვის Dark Mode ფუნქციას საოფისე აპლიკაციებისთვის აანონსებს. ფუნქცია აქამდე ვრცელდებოდა 32 აპლიკაციაზე. ახლო მომავალში ჩამონათვალს დაემატება Google Docs, Sheets და Slides. დანარჩენი აპლიკაციების სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ.

Dark Mode არის ფუნქცია, რომელიც მომხმარებლის ინტერფეისს უფრო ხილვადს და მოსახერხებელს ხდის ეკრანის დაბალი განათების პირობებში. ასევე, ეკონომიურად იყენებს მოწყობილობის ელემენტსაც.

ფუნქცია ანდროიდ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებს ეტაპობრივად დაემატება. იმის შესახებ, თუ როდის გახდება Dark Mode ხელმისაწვდომი iOS-ის მომხმარებლებისთვის, კომპანიას განცხადება არ გაუკეთებია.