საკრუიზო გემის „Diamond Princess“ ზედაპირზე კორონავირუსის სიცოცხლე 17 დღემდე დადასტურდა. ამ შემთხვევამ ეჭქვეშ დააყენა წინა კვლევები, სადაც საუბარი იყო, რომ ვირუსი სამი დღის შემდეგ ქრება ზედაპირიდან და ახალ კვლევას დაუდო საფუძველი.
აღნიშნულმა გემმა იაპონიიდან დაახლოებით 3,700 მგზავრი გაიყვანა. მათი ჩასვლის შემდეგ, ცარიელ კაბინებში იდენტიფიცირებული იქნა COVID-19 ვირუსი, რომელმაც ზედაპირზე 17 დღე გაძლო და განადგურდა გემის დეზინფიცირების შემდეგ.
„COVID-19-ის დადასტურება საკრუიზო გემებზე დაავადების სწრაფი გავრცელების რისკს იწვევს და განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს დაუცველ მოსახლეობას“-წერია კვლევაში და ნათქვამია, რომ პანდემიის დროს საკრუიზო გემებით სარგებლობისგან მოსახლეობამ თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავოს.
გემზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრი 25 იანვარს ჰონგ-კონგში დაბრუნდა და კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, Diamond Princess-ის 3,700 მგზავრი და ეკიპაჟი იაპონიის პორტში დაბრუნებისთანავე, 4 თებერვალს, კარანტინში მოათავსეს. აქ ვკითხულობთ, რომ 3,711 ადამიანიდან 712, ანუ მგზავრების 19,2% COVID-19-ით დაინფიცირდა.
კვლევაში, დამატებით რამდენიმე გემის შემთხვევაც იყო განხილული იმის დამადასტურებლად, რომ საკრუიზო გემები ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი დიდი წყაროა, რადგან მათზე დადასტურებული 800 შემთხვევიდან 10 ფატალურად დასრულდა.