ექსპოჯორჯია მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს

21 და 22 ოქტომბერს, ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

როგორც ცნობილია, ღონისძიებაში მონაწილეობას 160 მეწარმე ქალი მიიღებს, რომელთა მიერ გამოფენაზე წარმოდგენილ პროდუქციას შორის იქნება ადგილობრივი, ნატურალური საკვები; ღვინოები, საჩუქრები და აქსესუარები; დეკორი და ავეჯი; თავის მოვლის საშუალებები; ხელნაკეთი საბავშვო სათამაშოები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე ცალკე სივრცეში წარმოდგენილი იქნება ქალთა მიერ დაფუძნებული ტექნოლოგიური სტარტაპები.

ცნობისთვის, მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვის ყოველწლიური ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.