2020 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ევროკავშირის შესახებ

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად საქართველოს მოსახლეობის 69% ენდობა ევროკავშირს, ხოლო 77% მიიჩნევს, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირისაღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში ჩატარდა 2020 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა 2020 წლის თებერვლიდანმარტამდე (COVID-19 კრიზისის დაწყებამდე) და ის ემყარებოდა პირისპირ ინტერვიუებს 1,000 ადამიანისგან შემდგარ რეპრეზენტატულ ჯგუფებში ქვეყნის მასშტაბით.

ყოველწლიური კვლევები უკვე მეხუთე წელია ტარდება; პირველი კვლევა ჩატარდა 2016 წელს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანაშიც – აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, სომხეთი და უკრაინა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის შედეგები წარმოდგენილია ეროვნულ ანგარიშებში და კონსოლიდირებულ რეგიონულ მიმოხილვით ანგარიშში.

ქვემოთ მოცემულია საქართველოში ჩატარებული კვლევის ძირითადი შედეგები – დამატებითი დეტალები მოყვანილია ინფოგრაფიკის სახით და ანგარიშში, რომელთა ბმულები ასევე ქვემოთ არის მოცემული.

ძირითადი შედეგები

  • საქართველოს მოსახლეობის 77% თვლის, რომ საქართველოსკარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან.
  • საქართველოში მოსახლეობის 69% ენდობა ევროკავშირს, და მხოლოდ 28% ენდობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს.
  • საქართველოს მოსახლეობის 49% დადებითი აზრისააევროკავშირზე. საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 7%-იაუარყოფითი აზრის ევროკავშირზე.
  • საქართველოს მოსახლეობის 71%-მა იცის, რომ ევროკავშირიფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას, და 69% თვლის, რომ ესმხარდაჭერა ეფექტურია.

ბმულები

  • საქართველოს ანგარიში და ინფოგრაფიკა 2020:
    GEO: https://www.euneighbours.eu/ka/east/stay-informed/publications/sazogadoebrivi-azris-gamokitkhva-2020-c-sakartvelo
  • რეგიონული მიმოხილვა 2020 (აღმოსავლეთ პარტნიორობისყველა ქვეყანა):
    ENG: https://www.euneighbours.eu/en/east/stay-informed/publications/opinion-survey-2020-regional-overview

დამატებითი ინფორმაციისათვის, მიმართეთ:

თამარ მიქაძე
პრესისა და ინფორმაციის სამსახური
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

ოლენა მალინოვსკა
მედია და საინფორმაციო მენეჯერი
ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო
კომუნიკაცია უფრო ძლიერი პარტნიორობისთვის: მოქალაქეებთან დაკავშირება მთელ აღმოსავლეთ სამეზობლოში (ევროკავშირის პროგრამა „ღია სამეზობლო“)
@: olena.malynovska@ecorys.com
www.euneighbours.eu

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.