საქართველო ევროკავშირის 5 ქვეყანასთან საზღვრებს უპირობოდ გახსნის

photo – JESHOOTS.COM

საქართველო, მთავრობის 8 ივლისის გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო საზღვრებს ევროკავშირის 5 ქვეყანას გაუხსნის – აღნიშნულის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციის ბრიფინგზე გაკეთდა.

30 ივნისს ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაციების გაცემის შემდეგ, მთავრობა წევრ ქვეყნებთან ორმხივ მოლაპარაკებებში ჩაება. შედეგად კი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საზღვარი ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყნისთვის – გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთისთვის – უპირობოდ გაიხსნება. ზემოაღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა პირდაპირი საჰაერო გზით შეეძლებათ.

აღნიშნული სახელმწიფოების ვიზიტორებმა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა, სადაც მიეთითება შემოსვლამდე 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საკონტაქტო ინფორმაცია და საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი.

იმ შემთხვევაში, თუკი სტუმარს თერმოსკირინიგის გავლისას აღმოაჩნდება 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა, მისივე თანხმობის შემთხვევაში, აეროპორტში ჩაუტარდება PCR ტესტი.

აღსანიშნავია, რომ ის ვიზიტორები, რომლებიც ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოებიდან არიან და ბოლო 14 დღის განმავლობაში მაღალი საფრთხის შემცველ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორიას ატარებენ, სავალდებულო ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.