17 პროექტი – 47.5 მილიონი ევრო

პანდემიის შესაჩერებლად COVID-19-ისა და მისი გავრცელების უკეთ შესწავლაა აუცილებელი. სწორედ ამიტომ, ევროკომისიამ კორონავირუსის საკვლევად 47.5 მილიონი ევრო გამოყო.

სულ შეირჩა 136 მკვლევართა ჯგუფისგან დაკომპლექტებული 17 პროექტი, რომლებშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩაერთვებიან. მეცნიერები 4 ძირითადი მიმართულებით იმუშავებენ:

  1. ეპიდემიოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დონის ამაღლება – ინსტიტუტების მზადყოფნისა და პანდემიის აფეთქებაზე რეაგირების უნარის გაუმჯობესება;
  2. სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტები;
  3. ახალი მედიკამენტები;
  4. ვაქცინების შექმნა.

IMI – 90 მილიონი ევრო მედიკამენტებისა და დიაგნოსტიკის განვითარებისთვის

ინოვაციური მედიცინის ინიციატივამ (IMI) გამოაცხადა კონკურსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი მედიკამენტებისა და სადიაგნოსტიკო ტესტების შესაქმნელად.

ევროკომისია IMI-ს „Horizon 2020“-ის ფარგლებში 45 მილიონი ევროთი დააფინანსებს. იგივე მასშტაბის ინვესტიციაა მოსალოდნელი კერძო ფარმაცევტული ინდუსტრიის მხრიდან. მთლიანობაში, ამ ინიციატივაზე 90 მილიონი ევრო დაიხარჯება.

შესარჩევი ეტაპი ახლაც მიმდინარეობს და საკონკურსო განაცხადის დედლაინი 2020 წლის 31 მარტს იწურება.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.