UEFA: EURO 2020 გადაიდო 2021 წლამდე

უეფას გადაწყვეტილებით, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი წელს აღარ ჩატარდება. საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩემპიონატი 2021 წლის ივნის-ივლისში ჩატარდება.

აღნიშნულ განცხადებას უკვე გამოეხმაურა რამდენიმე ქვეყნის ფედერაცია, მათ შორის, საფრანგეთისა და ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციები. ისინი მიღებულ გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ.

EURO 2020 იტალიაში, ქალაქ რომში 12 ივნისს უნდა გახსნილიყო. თამაშებს კი ევროპის 12 სხვადასხვა ქალაქი უმასპინძლებდა.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.