თბილისი და ბათუმი ტურისტებისთვის პანდემიის თაშესაფარს წარმოადგენს – European Best Destination

Copyright Damian Pankowiec

პანდემიის მიუხედავად, უამრავი ტურისტი არსებულ ვითარებას თვალყურს ადევნებს, რათა გაიგონ, როგორი სიტუაციაა სხვადასხვა რეგიონებში, რა საკრანტინო მოთხოვნებია და ა.შ.

ევროპის მრავალი ქვეყანა ნელნელა გეგმავს საზღვრების გახსნას, ფრენების მიწოდებისა და სასტუმროებისთვის ფუნქციონირების აღდგენას.

European Best Destination-მა შეადგინა იმ დანიშნულების ადგილთა სია, რომლებიც Covid19-ით ყველაზე ნაკლებად დაზარალდნენ. ამ ქვეყნებში ჩამოყალიბდა ძალიან სპეციფიკური პროტოკოლები ჰიგიენასთან დაკავშირებით რესტორნებში, მაღაზიებში და, ასევე, მიიღეს ისეთი ზომები სასტუმროებში, როგორიცაა კონდიციონერების ფილტრების შეცვლა თითოეული ტურისტის გამგზავრების შემდეგ, ნიღბების ხელმისაწვდომობა და სოციალური დისტანცირება.

აღნიშნული ქვეყნები, ასევე, ფლობენ მეტი რაოდენობის საწოლებს საავადმყოფოებში, ვიდრე ევროპული ქვეყნების უმრავლესობა.

აღსანიშავია, რომ 70 წელზე უფროსი ასაკის, ჭარბი წონის მქონე ან რესპირატორული პრობლემების მქონე პირები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ.

European Best Destination ტურისტებს ურჩევს, საცხოვრებლის დაჯავშნამდე გაითვალისწინოს ანაზღაურებისა და გაუქმების პირობები ყველა შემთხვევაში.

European Best Destination-ის მიერ შედგენილი სია მოიცავს საქართველოს (თბილისსა და ბათუმს), ხორვატიას, პორტუგალიას, საბერძნეთს, რუმინეთს, მონტენეგროს, პოლონეთს, ავსტრიას, სლოვენიას და სხვ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ თბილისი საქართველოს დედაქალაქია, რომელიც ეკუთვნის იმ ქვეყანათა რიცხვს, რომლებიც კოროვირვირუსით მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად დაზარალდნენ. ქვეყანამ რეაგირება მოახდინა ძალიან სწრაფად, მიიღო შესაბამისი ზომები, რომელთა მეშვეობითაც მოახერხა ეპიდემიის უკიდურესად დაბალ დონემდე დაყვანა.

საქართველოში Covid-19-ის 260-ჯერ ნაკლები შემთხვევაა, ვიდრე ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებში.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველო 1 ივლისს საკუთარ საზღვრებს გახსნის, მოგზაურებისთვის 2-კვირიანი საკარანტინო მოთხოვნის გარეშე, ის, ასევე, განახორციელებს რიგ ჯანმრთელობის ზომებს, რათა დაიცვას მოგზაურები და თავისი ქვეყნის მოქალაქეები.

European Best Destination-ის მიხედვით, 2020 წელს თბილისი ერთ-ერთო იდეალური ადგილია კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის. მათ, ასევე, აღნიშნეს, რომ თბილისი 5-ჯერ უფრო უსაფრთხოა (კრიმინალობის მაჩვენებელი), ვიდრე პარიზი ან ლონდონი. თბილისში 5-ვარსკვლავიან სასტუმროში დარჩენა დაგიჯდებათ 4-ჯერ ნაკლები, ვიდრე იმავე ჯგუფის სასტუმროში დარჩენა რომელიმე სხვა ევროპულ დედაქალაქში.

რაც შეეხება ბათუმს, ისიც მოხვდა ყველაზე უსაფრთხო დანიშნულების ადგილთა სიაში ტურისტებისთვის.

Volha-Vasilevich

„აჭარის რეგიონი მრავალფეროვნებით სავსეა: ზღვა და მთა, კულტურული ძეგლების სიმრავლე, მონასტრები, თაღოვანი ხიდები, ულამაზესი ტბები და სოფლები. აქ დააგემოვნებთ ღვინოს სხვადასხვა არომატს და ადგილობრივ სამზარეულოს და იგრძნობთ ეკოტურიზმის ძალას.“

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ფრენების განახლება 1 ივლისიდან არის დაგეგმილი. გლობალური პანდემიის გამო, ქვეყნის საჰაერო საზღვარი ჩაკეტილი რჩება 30 ივნისის ჩათვლით. სავარაუდოდ, პირდაპირი რეისები პირველ რიგში ამ ქვეყნებთან აღდგება: ისრაელი, ავსტრია, გერმანია, ჩეხეთი, საბერძნეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

წყარო – europeanbestdestinations

1 Comment
  1. Wow, marvelous weblog layout! How long have you ever been blogging for?
    you make running a blog glance easy. The total glance of your site
    is excellent, let alone the content! You can see similar here e-commerce

Leave a Reply

Your email address will not be published.