საქსტატი: რუსეთი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი აღარ არის

Photo By Jaunt and Joy

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცით, 2020 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 11.9%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით და 1001.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

მთლიან ექსპორტში 71.2%-ს ადგილობრივი ექსპორტი შეადგენს, ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.9%-ით შემცირებულია და 713 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

ექსპორტის უდიდესი ნაწილი – 80.2% გატანილ-იქნა საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ათ ქვეყანაში. საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთია:

ჩინეთი ( 131.5 მლნ. აშშ დოლარი); პროცენტული წილი მთლიან ექსპორტში 18.4%

რუსეთი (113.1მლნ.აშშ დოლარი); პროცენტული წილი მთლიან ექსპორტში 15.9%

ბულგარეთი (111.3 მლნ.აშშ დოლარი); პროცენტული წილი მთლიან ექსპორტში 15.6%

თურქეთი (57.3მლნ.აშშ დოლარი); პროცენტული წილი მთლიან ექსპორტში 8%

უკრაინა (37.5 მლნ. აშშ დოლარი); პროცენტული წილი მთლიან ექსპორტში 5.3%

აშშ (32.9 მლნ. აშშ დოლარი); პროცენტული წილი მთლიან ექსპორტში 4.6%

შვეიცარია (28.5 მლნ.აშშ დოლარი); პროცენტული წილი მთლიან ექსპორტში 4.%

სომხეთი (21.9მლნ. აშშ დოლარი); პროცენტული წილი მთლიან ექსპორტში 3.1%

აზერბაიჯანი (21.5 მლნ აშშ დოლარი) პროცენტული წილი მთლიან ექსპორტში 3%

ესპანეთი (16.5 მლნ აშშ დოლარი) პროცენტული წილი მთლიან ექსპორტში 2.3%

წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, ექსპორტის მოცულობის დიდი ზრდა შეინიშნება ჩინეთში (260.8%–ით), ესპანეთსა (275.3%–ით) და შვეიცარიაში (48.3%–ით).

ექსპორტის მოცულობის შემცირება ფიქსირდება უკრაინაში (27.2%–ით), რუსეთსა (23.3%–ით) და თურქეთში (22.9%–ით).

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი რუსეთი იყო და მასზე მთლიანი ექსპორტის 20% მოდიოდა, მაშინ როდესაც ჩინეთში მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 5% ხორციელდებოდა.

მთავარ საექსპორტო საქონელს კვლავ სპილენძის მადნები და კონცენტრატები წარმოდგენს. მათი წილი მთლიან ექსპორტში 30.2%-ია. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები, რომელზეც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.9% მოდის.

აღსანიშნავია, რომ 21.8%-ით შემცირდა ფერაშენადნობების ექსპორტის მოცულობა. შემცირების ტენდენცია დაფიქსირდა ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტის მიმართვულებითაც, მისი მოცულაბა წინა წელთან შედარებით 12.4%-ით არის შემცირებული და 55.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.