COVID-19-ის გავრცელებასთან ერთად მოსახლეობა მსოფლიო მასშტაბით დისტანციურ მუშაობაზე გადაერთო, რამაც სოციალური ქსელის მომხმარებელთა რიცხვი კრიტიკულად გაზარდა.
მაშინ, როცა კორონავირუსის პანდემიის პირობებში კომპანიების მიერ წარმოებულ პროდუქტებსა თუ სერვისებზე საყოველთაო მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა, “სილიკონის ველის” გიგანტი კომპანიის, Facebook-ის შემთხვევაში ვითარება საპირისპიროა.
მხოლოდ აპლიკაციით განხორციელებული სატელეფონო ზარების რაოდენობა უკვე გაორმაგებულია. შეტყობინებების გაგზავის მაჩვენებელი 50%-ით გაიზარდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშიც. იტალიის რეგიონში სოციალური ქსელის საშუალებით განხორციელებული ჯგუფური ზარების რაოდენობა კი, არც მეტი, არც ნაკლები – 1000%-ით გაიზარდა.
Facebook-ის სისტემის შეფერხება და გადატვირთვა, ერთი მხრივ, მომხმარებელთა რაოდენობის მატებით, მეორე მხრივ კი კომპანიის ერთდროულად 45 000 თანამშრომლის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადართვითაა განპირობებული.
„ეს ნამდვილად არის დიდი ტექნიკური გამოწვევა. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ, მოვამზადოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია“, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა მენეჯერმა, მარკ ზაკერბერგმა.
წყარო – The New York Times