Facebook ხაზს უსვამს, რომ სოციალური ქსელის პლატფორმებზე რასიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად მეტი რესურსის გამოყენებაა საჭირო. ამ მიზნით, Instagram-ის გუნდი და Facebook-ის ინკლუზიური პროდუქტების საბჭო ალგორითმების მაქსიმალურად მიუკერძოებელი და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ერთობლივ მუშაობას იწყებენ.
დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებს ეს ორი ჯგუფი, მომდევნო თვეში გახდება ცნობილი.
„რასობრივი სამართლიანობის მოძრაობის საქმიანობა ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერი სახის მიკერძოება ეწინააღმდეგება პლატფორმის სისტემასა და პოლიტიკას. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ მომხმარებლებისთვის თანაბარუფლებიანი და სამართლიანი გარემოს შესაქმნელად.“ – აცხადებს Instagram-ის პროდუქტის ვიცე-პრეზიდენტი, ვიშალ შაჰი.