Facebook თანამშრომლებს ბონუსად $1000-ს გადაუხდის

Facebook-ი კორონა ვირუსის პანდემიის გამო შექმნილი კრიზისისას თანამშრომლების მხარდასაჭერად ყველა სრული განაკვეთით მომუშავე დასაქმებულს ბონუსად 1000 დოლარს გადასცემს. ინფორმაცია სამშაბათს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისა და დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის მიერ კომპანიის შიდა სივრცეში გავრცელებული შეტყობინების გამოქვეყნების შედეგად გახდა ცნობილი.

ამჟამად Facebook-ს მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 45 000 დასაქმებული ჰყავს. Facebook-ი იქნება პირველი დიდი კომპანია, რომელიც კორონავირუსის კრიზისის გამო თანამშრომლებს ფულად დახმარებას შესთავაზებს. ბონუსი გათვლილია იმ დამატებითი ხარჯების ასანაზღაურებლად, რომელთა გაღებაც დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის შემდეგ შეიძლება მოუხდეთ თანამშრომლებს საოფისე სივრცის შინ მოსაწყობად.

შეგახსენებთ, რომ დიდმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლა გასული კვირიდან დაიწყეს. Facebook-ს დისტანციურ მუშაობა სავალდებულოდ ჯერ არ გამოუცხადებია, თუმცა თანამშრომლებს სახლიდან მუშაობისაკენ მოუწოდებს.