Facebook შეცდომით ბლოკავს ახალ ამბებს კორონავირუსის პანდემიის შესახებ

17 მარტს Twitter-ზე მომხმარებლებმა გამოთქვეს უკმაყოფილება, რომ მათ facebook-ი უბლოკავდა ყველა იმ კონტენტს, რომელიც კორონავირუსის პანდემიას შეეხებოდა. გაზიარებულ სტატიებზე მომხმარებლებმა მიიღეს შეტყობინება, რომ ინფორმაცია კომპანიის სტანდარტებს ეწინააღმდეგებოდა და მომენტალურად ინიშნებოდა, როგორც სპამი.

სოციალური ქსელის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ალექს სტეიმონსის განცხადებით, ხარვეზის მიზეზი შეიძლება იყოს კომპანიის თანამშრომლების ნაწილის დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა. მისი აზრით, თანამშრომლები სახლიდან მუშაობას ვერ უკლავდებიან. თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას Facebook-ი არ ადასტურებს.

კომპანიის წარმომადგენელი გაი როუზენი Twitter-ზე წერს, რომ ეს ყველაფერი პროგრამული ხარვეზის გამო მოხდა. ამ ეტაპზე ისინი შეცდომის გამოსწორებას ცდილობენ, რათა ყველა დაბლოკილი პოსტი სოციალურ ქსელს დაუბრუნდეს.