კორონა ვირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული ფერადკანიანი ადამიანების საკუთრებაში არსებული ბიზნესისთვის Facebook–მა 40 მილიონი აშშ დოლარის საგრანტო პროგრამა შექმნა.
მიუხედავად იმისა, რომ მცირე ბიზნესის უმეტესობა ეკონომიკურ კრიზისს ებრძვის, პანდემიამ მათზე არაპროპორციული ზეგავლენა მოახდინა. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის მასშტაბით, ფერადკანიანმა მცირე ბიზნესის მფლობელებმა გაცილებით უფრო მძიმე დარტყმა მიიღეს, რადგან თებერვლიდან აპრილის თვემდე მათი ბიზნესის 41% დაიხურა, ხოლო თეთრკანიანი მეწარმეების – მხოლოდ 17%.
კომპანია ჯამში 10,000 გრანტის გაცემას გეგმავს. განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 31 აგვისტო.
აღსანიშნავია, რომ ფერადკანიანთა მიმართ სოციალური პროგრამების გაფართოება, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შედეგად წარმოქმნილმა გლობალურმა პროტესტმა განაპირობა.