Facebook ონლაინ მაღაზიების პლატფორმას განავითარებს

Facebook ელექტრონული კომერციის განსავითარებლად Facebook-სა და Instagram-ზე ონლაინ მაღაზიების გაშვებას აანონსებს. პლატფორმა ისეთი კომპანიების ტექნოლოგიური მხარდაჭერით ისარგებლებს, როგორიცაა – Shopify, BigCommerce და Woo.

მარკ ცუკერბერგის თქმით, გაფართოებული ელექტრონული კომერცია ეკონომიკის აღდგენას მნიშვნელოვნად დაეხმარება. „თუ მაღაზიისა და რესტორნის ფიზიკურად გახსნა არ შეგიძლია, შეკვეთების მიღებასა და პროდუქციის ხალხისთვის მიწოდებას ონლაინ პლატფორმის საშუალებით შეძლებ“ – განაცხადა Facebook-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა.

კომპანიებს საშუალება ექნებათ ლაივ სტრიმზე თავიანთი პროდუქტები მონიშნონ და გაყიდვები ლაივ სტრიმიდანვე განახორციელონ. Facebook-ის საბოლოო მიზანი კი შესყიდვების პირდაპირ ჩატის ფანჯრიდან განხორციელებაა.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კომპანიების ონლაინ გაყიდვებმა რეკორდულ ნიშნულებს მიაღწიეს.

No Comments Yet

Comments are closed