G7 ლიდერების შეხვედრა ვიდეო-კონფერენციის სახით გაიმართება

Photo Credits to Jeff J Mitchell-Pool

ივნისში დაგეგმილი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა აშშ-ის, კანადის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და იაპონიის ლიდერებს უნდა მიეღოთ, კემპ-დევიდის ნაცვლად, ვირტუალურად გაიმართება.

„ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს ის რესურსები, რაც სამიტის მოსამზადებლად უნდა დაეხარჯათ, პანდემიის შეჩერებისკენ მიმართონ,“ – განაცხადა თეთრის სახლის წარმომადგენელმა.

კორონავირუსთან ბრძოლაში სახელმწიფოთა კოორდინაციის გაღრმავების მიზნით, ტრამპმა კვირის დასაწყისში უკვე გამართა ვიდეო-კონფერენცია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებთან და ამის გაკეთებას აპრილსა და მაისშიც გეგმავს.

დიდი რვიანი დიდ შვიდეულად მას შემდეგ გადაკეთდა, რაც 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო რუსეთი ფორუმიდან გაურკვეველი ვადით გააძევეს.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.