იაპონიის ჩართულობა დიდ შვიდეულში და ჩინეთის პროტესტი

Photo Credits to Reuters

ჩინეთმა იაპონიის მიმართ პროტესტი გამოთქვა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ შინძო აბე გააკეთებდა განცხადებას დიდი შვიდეულის შეხვედრაზე ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობასთან დაკავშირებით. აღნიშნულმა კანონმდებლობამ ჰონგ-კონგის ავტონომიის შესახებ კითხვები გააჩინა და საპროტესტო მოძრაობების გააქტიურება გამოიწვია. იაპონიას სურს, რომ დიდი შვიდეულის შეხვედრაზე საკუთარ თავზე აიღოს ინიციატივა და სხვა ქვეყნებთან ერთად მიიღოს საერთო განაცხადი, რომელიც დაეყრდნობა „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“ კანონს (ჰონგ-კონგი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სპეციალური ადმინისტრაციული სტატუსით სარგებლობს. აქვს საკუთარი ვალუტა, სასამართლო, სამოქალაქო უფლებები. ჩინეთი მხოლოდ საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის საკითხებში ერევა). იაპონიამ უკვე გააკეთა დამოუკიდებელი განცხადება, სადაც გამოთქვა შეშფოთება პეკინის მიერ კანონის მიღების გამო.

იაპონიის მთავრობას არაერთხელ გამოუხატავს შეშფოთება ჩინეთის გეგმაზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩინეთი აპირებს დაამტკიცოს რადიკალური ცვლილების მომასწავებელი კანონი ჰონგ-კონგში, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ კონცეფციას და მის ფართო ავტონომიას ბევრ პრობლემას შეუქმნის. ჩინეთის საგარეო საქმეთა უწყებები კი არ მიესალმებიან იაპონიის მხრიდან გამოთქმულ შესწორებებს და მიიჩნევენ, რომ ეს ჩინეთის საშინაო საქმეებში ჩარევაა. „უსაფრთხოების კანონის“ დაწესების გამო ჩინეთს აკრიტიკებენ დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, ავსტრალია და კანადაც.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად დიდი ოცეულის შექმნისა, დიდი შვიდეული მაინც რჩება საერთაშორისო ურთიერთობებში მნიშვნელოვან მოვლენად, ვინაიდან მისი წევრები იზიარებენ თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის უნივერსალურ ღირებულებებს. დონალდ ტრამპმა შეხვედრა შემოდგომისთვის გადადო, აბემ განაცხადა, რომ შეხვედრას დაესწრება, თუკი ის პერსონალურ ფორმატში ჩატარდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამიტის შემდეგ კარანტინში ყოფნა მოუწევს. აღნიშნული განცხადება მიუთითებს იაპონიის დამოკიდებულებაზე ჰონგ-კონგის პრობლემის მიმართ და მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის უცხო ნამდვილად არაა საერთო განცხადებების მიღება გლობალურად მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიც იყო უკრაინის, სირიის და ჩრდილოეთ კორეის საკითხები.

2 Comments
  1. Wow, amazing weblog layout! How long have you been running a blog for?
    you make blogging glance easy. The overall look of your website is fantastic, as neatly as the content material!
    You can see similar here sklep internetowy

  2. Hi! Do you know if they make any plugins to assist with
    Search Engine Optimization? I’m trying to get
    my blog to rank for some targeted keywords but I’m not seeing very good gains.
    If you know of any please share. Thanks! You can read similar article here: Ecommerce

Leave a Reply

Your email address will not be published.