საქართველოში უკვე 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა

Screen Capture from FORMULA TV

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ, ,,გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამ დროის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია ჯამში 8 ადამიანი.

„პირველი სასიხარულო ამბავი ის მინდა გითხრათ, რომ 2 პაციენტი დღეს კიდევ გავწერეთ. სულ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაგვემატა ახალი გამოჯანმრთელებულები. შეიძლება ხვალ ყველა ვერ გავწეროთ, ალბათ რამდენიმე დატოვებს კლინიკას, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მივიღეთ 5 უარყოფითი პასუხი.“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძე – გიორგი თარგამაძის ფორმულაში [სრული ინტერვიუ]

💬 „დღეს მივიღეთ 5 უარყოფითი პასუხი… უკვე თანდათან წამოვლენ გამოჯანმრთელებული პაციენტები“💬 „მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არის უმაღლეს დონემდე ასაყვანი. ეს ვირუსი არ არის სათამაშო ვირუსი“🔴 ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი – მარინა ენდელაძე 👇

Posted by გიორგი თარგამაძის ფორმულა on Sunday, March 22, 2020
No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.