5 მაისიდან საქართველოში ყველა სამშენებლო საქმიანობა აღდგება და 2 ქალაქი გაიხსნება

https://www.facebook.com/GeorgianGovernment/posts/1672922656178965?__tn__=K-R

დღეს, 4 მაისს, მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებული რიგი შეზღუდვების მოხსნის შესახებ განაცხადა. ხვალიდან, 5 მაისიდან, მუშაობის განახლებას შეძლებენ ავტოსამრეცხაო და ავტოსარემონტო სერვისები, აგრეთვე, სამშენებლო კომპანიები და სამშენებლო მასალების მწარმოებლები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვაც მოიხსნება.

როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადებაში მოვისმინეთ, დღეს სახელმწიფო იბრძვის ორ ფრონტზე და დროთა განმავლობაში ეკონომიკის აღდგენისა და აღორძინების საკითხი გადმოდის პირველ რიგებში და ამ საკითხის მოგვარება დროში აღარ უნდა გადაიდოს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სოციალური დისტანციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ყველა ის შეღავათი, რომელსაც მთავრობა გააკეთებს, ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლობით მოეკიდება მის ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობას.

უფრო ვრცელი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ, გაეცნოთ საქართველოს მთავრობის Facebook-გვერდზე არსებულ პოსტს:

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.