საქსტატი: 2019 წელს შინამეურნეობის შემოსავლები უფრო მეტად გაიზადა, ვიდრე ხარჯები

Photo Credits to GOPIXA

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები 5.4%-ით გაიზარდა და 1251.3 მლნ. ლარი შეადგინა.

ასევე, 4.8%-ით გაზრდილია მოსახლეობის საშუალო თვიური ხარჯები და მისმა მოცულობამ 2019 წელს 122.1 მლნ. ლარი შეადგინა.

2019 წელს ერთ შინამეურნეობაზე შემოსავლების მოცულობა 1175.3 ლარს შეადგენს, რაც 50 ლარით აღემატება 2018 წლის მონაცემებს. საინტერესოა, რომ 45 ლარით გაიზარდა ერთი შინამეურნეობის ხარჯების მოცულობაც და 1146.1 ლარი შეადგინა. ვინაიდან, საშუალოდ, ერთ შინამეურნეობაში 4 ადამიანი ცხოვრობს, ერთ სულ მოსახლეზე საშუალო თვიური ხარჯები 327.7 ლარს უტოლდება, ხოლო შემოსავლები – 336.1 ლარს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ერთ მოქალაქეს თვეში, საშუალოდ, 8.4 ლარის დაზოგვა შეუძლია.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ფულადი შემოსავლების ერთ-ერთ მთავარ წყაროს კვლავაც პენსიები, სტიპენდიები და სხვა დახმარებები წარმოადგენს და მათ მთლიან ფულად შემოსავლებში 19% უჭირავთ. ფულადი შემოსავლების მთავარი წყარო, დაქირავებული შრომიდან მიღებული შემოსავლები, მხოლოდ 2.5-ჯერ აღემატება პენსიების საშუალებით მიღებულ შემოსავლებს და მთლიანი შემოსავლების 48.9%-ს შეადგენს. კვლავაც მცირე, 6.1%-ია შემოსავლების წილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვიდან.

კვლავაც დიდია მთლიან ხარჯებში სამომხმარებლო ხარჯების წილი და 2019 წელს 68.2%-ს შეადგენს. სამომხმარებლო ფულადი ხარჯების თითქმის 38% სასურსათო დანახარჯებია. თითქმის 13%-ს შეადგენს სამომხმარებლო ხარჯებში კომუნალური ხარჯების წილი, 12% კი ტრანსპორტზე დანახარჯებს უჭირავს.