როგორ შეიცვალა იანვარ–მარტში საქონლით  საგარეო ვაჭრობა

Photo by Markus Spiske

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის  ექსპრეს-მონაცემების თანახმად, 2020 წლის იანვარ–მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2773.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.7 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის ნაწილში. ექსპორტის მოცულობამ 778.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.9 პროცენტით ნაკლებია, ხოლო იმპორტის მოცულობა 1.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე და ამ პერიოდში 1217.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ კლებას  ექსპორტ–იმპორტის მოცულობაში ექსპერტები ვარაუდობდნენ. მსოფლიოში შექმნილი პანდემიური მდგომარეობა ართულებს საქონლით საგარეო ვაჭრობას. სახელმწიფოების გარკვეულმა ნაწილმა უკვე დაიწყო შემზღუდველი ღონისძიებების გატარება პროდუქტების ექსპორტთან  დაკავშირებით. სავარაუდოა, რომ კლება საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვაში კვლავაც გაგრძელდება.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.