Facebook-მა „იუნესკოს“ ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტთან ერთად ციფრული წიგნიერების ახალი პროგრამა – Get Digital – წამოიწყო.
აღნიშნული პროექტი ახალგაზრდებს დაეხმარება, განავითარონ საკუთარი ცოდნა ტექნოლოგიების შესახებ და შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებისათვის იქნება საჭირო.
Get Digital-ის გამოყენება შესაძლებელია საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც, თუმცა ამ პროექტის მნიშვნელობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც იზოლაციაში მყოფი ახალგაზრდები ინტერნეტს უამრავ დროს უთმობენ.
პროექტი მოქალაქეებს ასწავლის, როგორ დაიცვან პირადი ინფორმაცია, გადაამოწმონ წყაროს სანდოობა და აკონტროლონ საკუთარი ემოციები თუ ქცევები ტექნოლოგიების გამოყენების დროს.