ქართველი ქალი იურისტი მსოფლიოს 300 წამყვან კორპორატიულ იურისტს შორის მოხვდა

Photo Credits to BGI Legal

ქართველი იურისტი უნანა გოგოხია IFLR1000 Women Leader-ის რეიტინგში მოხვდა, როგორც მსოფლიოს წამყვანი ქალი იურისტი ტრანზაქციების სფეროდან. IFLR1000-ის საერთაშორისო რეიტინგი ფინანსური და კორპორატიული სამართლის კუთხით მომუშავე იურისტებითა და კერძო იურიდიული ფირმებისაგან კომპლექტდება. უნანა გოგოხია კი რეიტინგში შევიდა, როგორც პროფესიონალი, რომელსაც „მუდმივად რეკომენდაციას უწევენ კლიენტები და კოლეგები მისი რჩევებისა და მომსახურების მაღალი ხარისხის გამო.“

უნანა ერთადერთი ქართველი ქალი იურისტია, რომელიც IFLR1000-ის რეიტინგისთვის შერჩეულ მსოფლიოს წამყვან 300 კორპორატიულ იურისტს შორის დაიკავებს ადგილს. IFLR1000 რეიტინგისთვის კანდიდატებს ფართომაშტაბიან კვლევაზე დაყრდნობით ირჩევენ, რომელიც მოიცავს ათასობით აპლიკაციის, გამოკითხვების და ასობით ინტერვიუს შედეგების განხილვასა და შეფასებას.

რეიტინგს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.