ოქროს ფასი 2000 აშშ დოლარს გადასცდა

კოვიდ-19-ის გამო ინვესტორებმა ინტენსიურად დაიწყეს ფულის ოქროში დაბანდება. შედეგად, როგორც ნავარაუდევი იყო, აგვისტოში ერთი უნცია (28,6 გრამი) ოქროს ფასმა პირველად მიაღწია რეკორდულ ნიშნულს-2000 აშშ დოლარს.

ამასთან, რეკორდული მაჩვენებელი ვაშინგტონსა და პეკინს შორის არსებული დაძაბულობის შედეგიცაა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მარტში ერთი უნცია ოქროს ფასი დაახლოებით 1700 აშშ დოლარი იყო, აპრილის დასაწყისში ფასი 1580 აშშ დოლარამდე დავარდა, რადგან ინვესტორებმა ოქროს გაყიდვა დაიწყეს საფონდო ბირჟაზე მიღებული ზარალის დასაფარად. ხოლო ვარდნას მოჰყვა მუდმივი სწრაფი ზრდა მომდევნო თვეების განმავლობაში. საერთო ჯამში, ოქროს ფასი ამ წლის განმავლობაში 30%-ით გაიზარდა.

Photo Credits to Goldprice.org
Photo Credits to Goldprice.org

18 აგვისტოს კი ოქროს ფასმა კლება დაიწყო. ფასი 1940 აშშ დოლარამდე დავარდნის შემდეგ 1 კვირის განმავლობაში სტაბილურად ნარჩუნდება.

საშობაოდ ოქროს ფასის 2200 აშშ დოლარამდე ზრდაა ნავარაუდევი. აღმავალი ტრენდი შეინიშნება სხვა ძვირფასი მეტალების ფასებშიც.