

“ჰარი პოტერის” წიგნების სერიის ავტორმა, ჯ.კ. როულინგმა, ქალაქ გლუკესტერში თავისი ბავშვობის სახლი შეიძინა.
2011 წელს გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მწერალმა სახლი, დაახლოებით, 505,000 დოლარად ფარულად იყიდა. სწორედ აქ ცხოვრობდა როულინგი 9-18 წლის ასაკში, ოჯახთან ერთად.
როგორც ცნობილია, გოთიკური სტილის ეს კოტეჯი ჰარი პოტერის ამბის არაერთ ცნობილ ელემენტს ინახავს თავის კედლებში – მაგალითად, თაღოვან ჭერს. ასევე, ადგილს კიბის ქვეშ – ზუსტად ისეთს, როგორშიც ჰარი პოტერი დარსლების ოჯახში ყოფნისას ცხოვრობდა.
კოტეჯის საძინებლის ერთ-ერთ კედელზე მწერლის მიერ დატოვებული კვალიცაა – წარწერა “Joanne Rowling slept here circa 1982”.
ამ კვირაში როულინგის შენაძენი, კოტეჯის განახლების საკითხის გამო, ყურადღების ცენტრში მოექცა – სახლი ისტორიულ შენობებს მიეკუთვნება და მფლობელებს შესასვლელად და სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ნებართვა სჭირდებათ.
Gloucestershire Live-ის მიხედვით, დაახლოებით, 170-წლიანმა ძველმა სახლმა სარემონტო სამუშაოებისთვის ნებართვა 2019 წელს მიიღო.