WarnerMedia ჯგუფი 2020 წლის მაისიდან მომხმარებლებს ახალ სტრიმინგ სერვისს HBO Max შესთავაზებს. HBO Max გააერთიანებს 10,000 საათის მოცულობის პრემიუმ ხარისხის კონტენტს შემდეგი კომპანიების არქივებიდან: HBO, Warner Bros., DC, Studio Ghibli, TNT, Cartoon Network, CNN, TCM, Looney Tunes და ა.შ.

HBO Max მომხმარებლებს ორიგინალ კონტენტსაც შესთავაზებს. ახალ სტრიმინგ სერვისზე წარმოდგენილი იქნება ქართველ მაყურებლებში პოპულარული ფილმები და სატელევიზიო შოუებიც.