Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება

13 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 60-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 22 გუნდი, რომელიც მომდევნო 3 თვის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე.

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ აქ.

სტარტაპ პრეაქსელერატორის მხარდამჭერები: Entreprenership Academy, თიბისი.

მისამართი: სასტუმრო სტამბა, სივრცე The Dome, კოსტავას ქ. #14