ინდოეთში კარანტინი გამოცხადდა

Photo by Julian Yu Follow

ინდოეთის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ნარენდრა მოდიმ მიიღო. რეჟიმი ხვალ, 25 მარტიდან ამოქმედდება და 21 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

გარდა ამისა, ინდოეთის ხელისუფლებამ დედაქალაქ დელისა და რამდენიმე მსხვილი ქალაქის სრულად ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. საკარანტინო რეჟიმის მიხედვით, ქალაქში 31 მარტამდე დაიხურა ყველა მაღაზია, სკოლა, ოფისი და ქარხანა. მუშაობის უფლება შეეზღუდათ ავტობუსებს, მეტროსადგურებსა და ტაქსებსაც.

აკრძალვები არ შეეხებათ მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების ობიექტებს, სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს, წყალმომარაგებასა და მედიას.

უკანასკნელი ცნობებით, ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 519 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რიცხვი კი 10-ს აღწევს.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.