საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების წევრმა, ირმა ხეცურიანმა იტალიის ქალაქ პიზაში, მსოფლიო თასის გათამაშებაში ოქროს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე თავი კიდევ ერთმა ქართველმა გამოიჩინა – ნინა თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო.

ხეცურიანმა ოქროს მედალი ხმლით ფარიკაობაში მოიპოვა. მან გათამაშების ფინალში იტალიელ მეტოქეს ანგარიშით 15:9 სძლია. რაც შეეხება თიბილაშვილს, მან პოლონელი მოწინააღმდეგე ერთი ქულით, 15:14 დაამარცხა.
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების წევრები დღეს, 23 სექტემბერს მეტოქეებს უკვე რაპირით ფარიკაობაში შეეჯიბრებიან. ირმა ხეცურიანსა და ნინა თიბილაშვილთან ერთად პიზაში, მსოფლიო თასის გათამაშებაში გვანცა ზადიშვილი მონაწილეობს.