ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ახალ კვლევას „ბიზნესის განწყობის ინდექსი-ბიზნესები კარანტინში“აქვეყნებს. კვლევის შედეგები 160-მდე დიდი თუ მცირე და საშუალო ბიზნესის გამოკითხვას ეყრდნობა.
მონაცემების მიხედვით 2020 წლის მეორე კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი(BCI) 53 პუნქტით შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს, -27.2-ს მიაღწია. ბიზნესის განწყობა მნიშვნელოვნად გაუარესდა ყველა ეკონომიკურ სექტორში, თუმცა ყველაზე დიდი კლება ვაჭრობისა და სერვის სექტორში აღინიშნება.
„შემცირება გამოიწვია როგორც მიმდინარე საქმიანობის ნეგატიურმა შეფასებამ, ისე პესიმისტურმა მოლოდინებმა“- აღნიშნულია დოკუმენტში.
საგრძნობლად გაუარესდა(-55.5 პუნქტით) მიმდინარე მდგომარეობის ინდექსიც, რომელიც კომპანიების მიერ გასულ კვარტალში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა. ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა როგორც ბიზნესის მოლოდინებს ინდექსი(გვიჩვენებს რამდენად ოპტიმისტურად არიან განწყობილები კომპანიები მომავლის მიმართ), ასევე გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსიც.
ბიზნეს საქმიანობის ძირითად შემზუდღველ ფაქტორებად მოთხოვნისა და ფინანსების სიმცირის გარდა 2020 წლის მეორე კვარტალში დამატებით „სხვა“ ფაქტორიც დასახელდა, რაშიც სავარაუდოდ COVID-19-ის პირობებში დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვები მოიაზრება.