იტალია საკარანტინო შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას 4 მაისიდან დაიწყებს

Photo By Yeo Khee

იტალია, ქვეყანა, რომელსაც COVID-19-მა განსაკუთრებულად დიდი ზიანი მიაყენა, სამრეწველო ინდუსტრიის მუშაობის აღდგენას მომდევნო კვირიდან გეგმავს.

პრემიერმინისტრმა, ჯუზეპე კონტემ, იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში საკარანტინო შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა აღწერა და განაცხადა, რომ 4 მაისიდან წარმოებისა და მშენებლობის გახსნა იგეგმება.

„ამჟამად ვმუშაობთ, რათა 4 მაისიდან სამრეწველო და სამშენებლო ბიზნესების მნიშვნელოვან ნაწილს ამუშავების საშუალება მივცეთ“

კონტემ განცხადებით, ის ობიექტები, რომლებსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ხშირად სტუმრობს, მაგალითად,  ბარები და რესტორნები, ამ ეტაპზე მუშაობას არ განაახლებენ. რაც შეეხება სკოლებს – სექტემბერში გაიხსნება. მისი თქმით, დისტანციური სწავლება ეფექტურად მუშაობს.

გარდა ამისა, პრემიერმა აღნიშა, რომ კარანტინის გაგრძელება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისთვის საზიანო იქნება, ამიტომაც ექსპორტიორმა კომპანიებმა საქმიანობა დროუალდ უნდა განაახლონ, რათა პროდუქციის მიწოდებისა და წარმოების ჯაჭვი არ გაწყდეს.

აღსანიშნავია, რომ იტალიის მთავრობამ ეკონომიკის ზრდისთვის ხელშესაწყობად მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სესხები ბიზნესისა და სამრეწველო ინდუსტრიის დასახმარებლად, განახორციელა.