Johnson & Johnson-ის მიერ შემუშავებული კორონავირუსის ვაქცინა ესპანეთში დაიტესტება

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო, კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლის მიზნით, კიდევ ერთ კვლევით ინიციატივაში ჩაერთო. ესპანეთის მედიცინისა და ჯანმრთელობის პროდუქტების სააგენტოს მიერ ავტორიზებულ პირველ კლინიკურ ცდაში მონაწილეობას 190 ჯანმრთელი ესპანელი მოქალაქე მიიღებს, რომელთა ასაკიც მერყეობს 18-დან 25 წლამდე ან აღემატება 65 წელს.

Photo Credits to ShutterStock

ტესტირება მოხდება კომპანია Janssen-ის ვაქცინით. Janssen Pharmaceutica მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ამერიკულ მულტინაციონალურ ფირმა Johnson & Johnson-ს ეკუთვნის. კვლევაში თანამშრომლობის მიზნით 3 ესპანური ჰოსპიტალი ჩაერთო. ესპანეთის გარდა, Janssen-ის ვაქცინას დატესტავენ გერმანიასა და ბელგიაშიც.

ესპანეთის სამეცნიერო საზოგადოების წევრებს არა ერთი საექსპერიმენტო ვაქცინის ნიმუში შეუქმნიათ გასულ თვეებში, თუმცა ვერც ერთი ვერ აღმოჩნდა დაწესებული სტანდარტების შესაბამისი, რათა კლინიკური ცდები ადამიანებზე დაწყებულიყო.

No Comments Yet

Comments are closed