იაპონია ეკონომიკის სტიმულირებისთვის 149 მილიარდ დოლარს გამოყოფს

Photo by Life of Wu

2020 წლის ივლისიდან იაპონია 149 მილიარდი დოლარით(16 ტრილიონი იენი) მეტი ღირებულების სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის გამოშვებას გეგმავს. ჯამში კი 145 მილიარდი იენის ღირებულების იაპონური სახელმწიფო ბონდის(JPG) გაყიდვა იგეგმება.

იაპონიის მიზანი კორონავირუსის პანდემიით მოყენებული ზარალის საპასუხო მასშტაბური ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის დაფინანსებაა.

პრემიერ-მინისტრი შინზო აბეს განცხადებით, პაკეტი მოიცავს ოჯახების პირდაპირ ფულად დახმარებებსა და დაზარალებული მცირე ბიზნესებისთვის 0%-იანი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხების გაცემას.

შეგახსენებთ, რომ ვირუსის პანდემიით გამოწვეულ ყველა სხვა სირთულესთან ერთად, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გადადება, იაპონიის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი დამატებითი დარტყმაა. იაპონია ამჟამად ეკონომიკური რეცესიის ზღვარზე დგას.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.