25 წელი კოსმეტოლოგიასა და 15 წელი ესთეტიკურ მედიცინაში ‒ ელისო ჯიშკარიანი ორი ათეული წელია ზრუნავს იმისთვის, რომ ადამიანები საკუთარ თავთან ჰარმონიაში ამყოფოს. ელისოს ხელწერა ინდივიდუალურ მიდგომასა და ბუნებრიობის მაქსიმალურ შენარჩუნებაში გამოიხატება. საჭირო ცოდნა ჩვენმა რესპონდენტმა საფრანგეთში, ისრაელში, შვეიცარიასა და რუსეთში დააგროვა. მომხმარებელთა გაზრდილმა მოთხოვნამ კი 2011 წელს საკუთარი ესთეტიკური ცენტრის გახსნისკენ უბიძგა, მას შემდეგ 12 წელი გავიდა და „ელიზიუმი“ ქუთაისში საკუთარ სიტყვას სულ უფრო ხმამაღლა ამბობს.
ელისო ჯიშკარიანმა პროფესიაზე ფიქრი ჯერ კიდევ პედიატრთან კომუნიკაციისას დაიწყო. როგორც თითქმის ყველა ბავშვს, თეთრი ხალათი მასაც ხიბლავდა. ამას ისიც დაემატა, რომ ელისოს დედა პროფესიონალი კოსმეტოლოგია, რომელიც საქმეს წლების განმავლობაში დიდი სიყვარულით ემსახურებოდა. ეს კი ჩვენი რესპონდენტისთვის ინსპირაციაზე მეტი აღმოჩნდა, სამკურნალო ფაკულტეტის დასრულების პარალელურად, დედისგან ბევრი ისწავლა.
როცა ჩვენთან ინტერვიუს დროს, პროფესიაში პირველ ნაბიჯებს იხსენებს, არ მალავს, რომ ის პერიოდი მარტივი არ იყო, თუმცა დანებება ელისოს საქმე არ არის.
„საქმიანობა ქუთაისის ერთ-ერთ ძალიან კარგ და იმ დროისთვის ცნობილ სალონში დავიწყე, თუმცა ჩემთვის განკუთვნილი ფართი ძალიან პატარა იყო, სადაც მე და ჩემი ხელსაწყოები მომხმარებელთან ერთად რთულად ვთავსდებოდით. დრომ და შრომამ ეტაპობრივად მოიტანა მოტივაცია, განახლებისა და გაფართოების სურვილი, რაც რა თქმა უნდა, კმაყოფილი მომხმარებლის რაოდენობის ზრდითაც იყო განპირობებული“.
ერთგული მომხმარებლების რაოდენობამ ელისოს გამბედაობა შესძინა და 2011 წელს ის საკუთარ ესთეტიკურ ცენტრს ხსნის. გვეუბნება, რომ მაშინ იმ მასშტაბებზე არ უფიქრია, სადაც დღეს ელისოს „ელიზიუმია“, ესეც დაუღალავმა შრომამ და განვითარებაზე თითქმის 24 საათიანმა ზრუნვამ მოიტანა.
„სტარტაპი, ვფიქრობ, არავისთვის არ არის ადვილი. მით უფრო ქალისთვის, მით უფრო გასული საუკუნის მიწურულს, უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით. ბუნებრივია, საჭიროა საწყისი კაპიტალი, ოპტიმალური გარემო, ფართი, რომელიც მიმზიდველი იქნება და ათასი სხვა რამ. ვერ გეტყვით, რომ დასაწყისშივე დიდ ბიზნესს ვგეგმავდი. შესაძლოა ფიქრებში და იდეებში მქონოდა, მაგრამ როცა დავიწყე ვერ ვიტყვი, რომ ამგვარ განვითარებაზე წარმოდგენას შევძლებდი. მაშინ არც ამხელა მოთხოვნა იყო, არც ასეთი ტექნიკური თუ სამედიცინო პროგრესი“.
დღეს ელისოს „ელიზიუმში“ ესთეტიკურ მედიცინასა და კოსმეტოლოგიასთან ერთად თავის მოვლისა და სილამაზის უამრავი სერვისია წარმოდგენილი. აქ მთავარი მიზანია არ ჩამორჩნენ თანამედროვე ტენდენციებს, მეტიც სიახლეებს ფეხდაფეხ მიჰყვებიან.
„დღეს უკვე საკუთარი სილამაზის ცენტრი მაქვს, სადაც ესთეტიკურ მედიცინასთან და კოსმეტოლოგიასთან ერთად თავის მოვლის და სილამაზის სხვა უამრავი სერვისია წარმოდგენილი. ვცდილობ, მაქსიმალურად მივყვე თანამედროვე ტენდენციებს, სიახლეებს. განვვითარდე თავად და კოსმეტოლოგიის განვითარებაშიც ჩემი წვლილი შევიტანო. მომხმარებლამდე მივიტანო ყველა ის სიახლე, რაც მსოფლიოში უსწრაფესად ინერგება. დღეს თავის მოვლა უკვე მოდა აღარაა, აუცილებელი მოთხოვნაა. ადრე თუ ერთეულები აქცევდნენ ყურადღებას, თაობათა ცვლამ დამოკიდებულებების ცვლილებაც მოიტანა, რაც ძალიან მახარებს არამხოლოდ ბიზნესინტერესის გამო. სილამაზე ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირშია, ამიტომ ჩემთვის უპირველესად ეს ასპექტია განსაკუთრებით სასიამოვნო. ჩემთან მოსულ ყველა დაინტერესებულ ქალს, ბუნებრივია ვუხსნი ყველა დეტალს, ერთად გავდივართ ნიუანსურ დეტალებს, ვათანხმებთ რა როგორ აჯობებს და უკეთესი იქნება“.
ელისო ჯიშკარიანის ესთეტიკური ცენტრი მომხმარებელს სილამაზისა და ჯანმრთელობის არაერთ პროცედურას სთავაზობს, ისეთებს როგორი არის:
სახის კონტურული პლასტიკა; ტუჩის აუგმენტაცია; ცხვირის არაქირურგიული რინოპლასტიკა; ცხვირ-ტუჩის ნაოჭის კორექცია; ყვრიმალების, ნიკაპის, ყბების კორექცია შემავსებლით; ბოტულინოტოქსინი; ძაფები; ლიპოლიტიკი (ცხიმის დამშლელი); მეზოთერაპია; ბიორევიტალიზაცია; პლაზმოლიფტინგი; აკნეს მკურნალობა (სახის ღრმა წმენდა, პილინგი…); უსისხლო ბლეფაროპლასტიკა; პიგმენტაციის მკურნალობა; თმის ცვენის მკურნალობა; ULFTherapy (არაქირურგიული მეთოდით კანის გადაჭიმვა); RF-ლიფტინგი; პაპილომების, კელოიდების, ნაწიბურების, ნაიარევების მოშორება.
იმისთვის, რომ ელისო ჯიშკარიანის ესთეტიკური ცენტრის ერთგულ მომხმარებლებს ყველა თანამედროვე სერვისთან წვდომის საშუალება ჰქონდეთ, დამფუძნებელი მუდმივად ცდილობს, რომ ტექნოლოგიური სიახლეები მის ცენტრში მაქსიმალურად ოპერატიულად დაინერგოს.
„მუდმივად ვცდილობ მონაწილე ვიყო ყველა იმ კონფერენციის, ვორქშოფის თუ სემინარის, რაც კოსმეტოლოგიის თანამედროვე მიღწევებს ეხება. საერთაშორისო მასშტაბით ჩართული ვარ ყველა საინტერესო შეხვედრასა და ღონისძიებაში“.
კონკურენტებზე ფიქრი ელისო ჯიშკარიანის საქმე არ არის. როგორც გვეუბნება, მთელ დროს საკუთარ მომხმარებლებსა და სიახლეებს უთმობს. ასეთია მისი როგორც ბიზნესმენის წარმოდგენა ბიზნესზეც და ჯანსაღ კონკურენციაზეც. ელისოსთვის უპირატესი ადამიანური ურთიერთობებია, რადგან მიაჩნია, რომ ყველაფერი ბოლოს მაინც სწორედ ამ საწყისამდე დადის.
„ეს საქმე, ალბათ, როგორც ყველა დანარჩენი საქმე, რომელსაც ადამიანები სიყვარულით უდგებიან, დიდ შრომას, ერთგულებას და თავდადებას მოითხოვს. ამ სამი მდგენელის გარეშე წარმატება შეუძლებელია. წარმატების წინასწარ დაწერილი მზა ფორმულა ალბათ არავის არა აქვს და მეც ვერ მექნება. თუმცა, როგორც აღვნიშნე შედეგს არჩეული პროფესიისადმი სიყვარული, განვითარების სურვილი და ერთგული შრომა დებს. შედეგის მასშტაბი დამოკიდებულია დასახული მიზნების მოცულობაზეც. რისი გამოყოფაც შემიძლია ეგ ხარისხია. ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის ხარისხზე აქცენტირებაა. ვცდილობ მაღალი ხარისხის პროდუქცია და სერვისი შევთავაზო მომხმარებელს, რაც ბუნებრივია შედეგების ხარისხზეც აისახება და ბოლოს კმაყოფილ მომხმარებელი თავდაჯერებისა და დამატებითი მოტივაციის საბაბიც ხდება. მინდა აქვე დავამატო, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდის წევრების შერჩევასაც. მე ძალიან გამიმართლა იმ ადამიანებში, რომელთა გვერდითაც წლებია ვთანამშრომლობ და მათთან ერთად ვიზიარებ ყველა მიღწევასა და სიხარულს“.
როცა ადამიანს საკუთარი საქმე ისე უყვარს, როგორც ეს ელისო ჯიშკარიანის შემთხვევაშია, ბუნებრივია მისგან მუდმივი სიახლეების მოლოდინია; რთულია დაიჯერო, რომ ასეთი მოტივირებული ადამიანი ერთ ადგილას გაჩერდება. ამიტომაც ელისოს სამომავლო გეგმებზე ვკითხეთ. ახლა დაზუსტებისგან თავს იკავებს, თუმცა გვეუბნება, რომ სურვილი და იდეა ბევრი აქვს და სჯერა, რომ მომავალში ყველაფერ ამას ახალ შესაძლებლობად აქცევს.
„მუდმივი განახლება, მუდმივი განვითარება და მუდმივი სწავლა ‒ ეს ზოგადი გეგმაა, რომელიც დროის და გარემოების მიხედვით კონკრეტულ ფორმებსა და შინაარსს იძენს. ჩემი გეგმების სათავეშია თანამედროვე ტენდენციების გაზიარება და განვითარებაზე ორიენტირება. სურვილი და იდეა ბევრია, რასაც იმედი მაქვს მომავალშიც სიახლეებად ვაქცევ“.