ჰარი პოტერის მაგიური სამყაროს შეხვედრა ბიტკოინის მაგიურ მარკეტინგთან

Picture credit: Instagram/ Elon Musk, JK Rowling

ცნობილი ბესტსელერის „ჰარი პოტერი“ ავტორის, ჯ.კ. როულინგის, პოსტი, რომელშიც მან ბიტკოინის განმარტება ითხოვა, Twitter-ზე ათასობით გამოხმაურებისა და დისკუსიის საგანი გახდა.

გამოქვეყნებიდან მალე როულინგის პოსტის ქვეშ ათასობით კომენტარი გაჩნდა, რომელშიც სოციალური ქსელის მომხმარებლები ავტორს სხვადასხვა ფორმით განუმარტავდნენ კრიპტოვალუტის მნიშვნელობას. სტატიების ლინკებისა და „მიმების“ გვერდით კომენტარების ავტორებს ბიტკოინის მნიშვნელობის ახსნისას თავად როულინგის რომანიდანაც კი მოჰყავდათ მაგალითები.

საჯარო განხილვაში ილონ მასკიც ჩაერთო. შეიძლება თუ არა, ეს ბიტკოინის მრავალმილიონიან მარკეტინგულ კამპანიად ჩავთვალოთ? – რატომაც არა.

როულინგის ანგარიშს Twitter-ზე 15 მილიონამდე გამომწერი ჰყავს, მათი მხოლოდ ნაწილიც რომ დაინტერესდეს და მეტის გაგება სცადოს, ბიტკოინისათვის ესეც კი დიდი მარკეტინგული წინსვლა იქნება.