კანიე უესტი კენჭს იყრის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე

ცნობილი ამერიკელი რეპერი, კანიე უესტი, ამერიკის შეერთებული შტატების 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ მუსიკოსმა „ტვიტერზე“ დაწერა.

Photo Credits to Associated Press

„ამერიკისადმი დაპირება უფლის რწმენით, ჩვენი ხედვების გაერთინებითა და საკუთარი მომავლის შენებით უნდა შევასრულოთ. მე კენჭს ვიყრი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში“, – წერს მუსიკოსი. კანიე უესტის ამ განცხადებას გამოეხმაურა ილონ მასკი და მუსიკოსს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. კიმ კარდაშიანი კი მისი მეუღლის განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ემოჯით გამოეხმაურა. 

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსმა პრეზიდენტობის ამბიცია ჯერ კიდევ 2015 წელს გაასაჯაროვა. მას მერე, ეს სურვილი მან 2019 წლის ივლისშიც გამოთქვა. მაშინ, საკუთარი მიზნის შესახებ კანიე უესტმა Fast Company-ს ყოველწლიურ ფესტივალზე განაცხადა, მის განცხადებას შეკრებილი საზოგადოება სიცილით შეხვდა.

ამერიკის შეერთებული შტატების 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, კანიე უესტს დამოუკიდებელ კანდიდატად მოუწევს დარეგისტრირება. რეგისტრაციის ვადას მუსიკოსმა უკვე გადააცილა ქვეყნის ექვს შტატში, მათ შორის ინდიანაში, მეინში, ნიუ-მექსიკოში, ნიუ-იორკში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ტექსასში. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილია 121 დღე.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.